იყიდება ღვინის ქარხანა თელავში
1,650,000 USD
Telavi, ნაფარეული, ნაფარეული, თელავის მუნიციპალიტეტი, კახეთის მხარე, საქართველო
winery
🏛️ იყიდება პრემიუმ კლასის ახალი ღვინის ქარხნის კომპლექსი ნაფარეულში — უნიკალური მრავალჯიშიანი ვენახებით!
📍 ლოკაცია: კახეთი, თელავი, სოფელი ნაფარეული — ნაფარეულის მიკროზონა.
ობიექტი მდებარეობს ცენტრალური გზის პირას, ლოპოტისკენ მიმავალ გზაზე, ალაზნის ულამაზეს ველზე.
🌿 მიწა და ვენახები
ჯამში: 20 ჰა მიწა
გაშენებულია 6 წლის იდეალურად მოვლილი ვენახი, ევროპული სტანდარტების დაცვით.
🍇 ვაზის ჯიშები:
საფერავი — 10.5 ჰა, შავკაპიტო — 1.5 ჰა, ქისი — 2.5 ჰა, გორული მწვანე — 0.5 ჰა, ჩინური — 1 ჰა, მუხა მწვანე / ვარიანული მწვანე — 1 ჰა.
🌱 ვენახის ინფრასტრუქტურა:
ესპანური უჟანგავი ლითონის საყრდენი ბოძები, დამჭიმი მავთულები, სრულყოფილი აქსესუარები, უჟანგავი ფოლადის ღობე და გზის მხარეს საფასადე ღობე.
💧 სარწყავი და კომუნიკაციები:
ისრაელის წარმოების წვეთოვანი სარწყავი სისტემა, 200 ტონიანი უჟანგავი წყლის რეზერვუარი, 140 მ სიღრმის ჭაბურღილი და 70 კვტ ტრანსფორმატორი.
🏗️ ღვინის ქარხნის ზონა
ტერიტორიაზე გამოყოფილია 1 ჰა არასასოფლო მიწა ქარხნისთვის.
უკვე აშენებულია 700 მ² სენდვიჩ-პანელის შენობა, Kingspan-ის 10 სმ პრემიუმ პანელებით და 2 მოძრავი ელექტრო კარით.
🍷 ქარხნის აღჭურვილობა
დამონტაჟებულია ევროპული უჟანგავი ცისტერნები — საერთო მოცულობა 200 ტონა.
შენობაში მოწყობილია წითელი და თეთრი ღვინის ფერმენტაციის ავზები, გაგრილების სისტემები, ავტომატური მართვის პანელი, პომპები და დამატებითი გადასაღები/სასაწყობე ცისტერნები.
🏗️ დამხმარე ინფრასტრუქტურა:
მექანიზაციის შენობა, სამეურნეო საწყობი, დაცვის ჯიხურები, სრულად მოწყობილი ელექტრო და წყალ-კანალიზაციის სისტემები.
🚜 ტექნიკა:
უახლესი Claas-ის ტრაქტორი ვენახის მოსავლელად საჭირო ყველა მისაბმელით.
🌟 საინვესტიციო პოტენციალი
სრულ მსხმოიარობაში მოსავალი შეიძლება მიაღწიოს მინიმუმ 200 ტონას, რაც იძლევა პრემიუმ ღვინის მასშტაბური წარმოებისა და საკუთარი ბრენდის განვითარების შესაძლებლობას.
ქარხანა მდებარეობს ლოპოტას ტბისკენ მიმავალ ტურისტულ დერეფანზე, რაც ქმნის დიდ პოტენციალს ღვინის ტურიზმის, მარნის, სადეგუსტაციო სივრცის, Boutique Hotel / Chateau-ს, რესტორნის, ღვინის ტურისა და ღონისძიებების სივრცის განვითარებისთვის.
📞 +995 592 72 72 47