იყიდება ღვინის ქარხანა გორში
180,000 USD
Gori
winery
🍇 ექსკლუზიური შეთავაზება — მიწის ნაკვეთი იყიდება გორის რაიონში, უფლისციხის გზაზე - გაშენებული ახალი ვენახით .
🧩 გამოტანილია გასაყიდად 8.5 ჰექტარი (85,000 მ²) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გაშენებული ვაზით, გორში — უფლისციხის გზაზე, უშუალოდ შატო უფლისციხესთან.
ქონება გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, ბუნებრივი გარემოთი და მაღალი საინვესტიციო პოტენციალით.
📍 მდებარეობა და გარემო:
ნაკვეთი მდებარეობს ცენტრალური გზიდან დაახლოებით 450 მეტრის დაშორებით. მისასვლელი არის კარგი ხარისხის გრუნტის, მოხრეშილი გზა, რაც უზრუნველყოფს კომფორტულ წვდომას როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ტრანსპორტისთვის.
🌿 ტერიტორია გამოირჩევა ულამაზესი პანორამული ხედებით, ხოლო ნაკვეთის უკანა მხარეს, მთელი პერიმეტრის გასწვრივ, გადაჭიმულია ფოთლოვანი ტყის მასივი და მტკვრის ჭალები, რაც ქმნის განსაკუთრებულ მიკროკლიმატს, სიმყუდროვესა და ბუნებრივ იზოლაციას.
🌱 მიწის ნაკვეთი და ვენახი:
• მიწის საერთო ფართობი: 8.5 ჰა (85,000 მ²)
• რეალურად შემოღობილი ფართობი: დაახლოებით 11 ჰა.
• რელიეფი: სწორი, იდეალურად მოსახერხებელი აგრო და სამშენებლო საქმიანობისთვის.
• დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო
აქედან:
• 3 ჰექტარზე გაშენებულია 2-წლიანი ვაზი
• 10,000-ზე მეტი ძირი
🍇 ვაზის ჯიშები 6 სახეობა:
– ჩინური, – გორული მწვანე, – შავკაპიტო,
– დანახარული, – თავკვერი, – შარდონე
• ვაზი გაშენებულია უცხოურ საძირეებზე დამყნობით
• ვენახი არის იდეალურად მოვლილი
✔ დარჩენილი მიწა გასუფთავებულია გამზადებული სავენახედ.
💧 კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურა:
• ტერიტორია მთლიანად შემოღობილია ეკლიანი მავთულით
• მოწყობილია წვეთოვანი სარწყავი სისტემა
• შეყვანილია ელექტროენერგია
• გაკეთებულია საკუთარი ჭა
• ნაკვეთს ემიჯნება ორი მოქმედი სარწყავი არხი
• ტერიტორიაზე დგას საზაფხულო ფანჩატური.
🏗️ გამოყენების შესაძლებლობები:
ქონება იდეალურია როგორც აგრო-სამეურნეო, ისე ტურისტული და საინვესტიციო პროექტებისთვის, მათ შორის:
• ღვინის მარანი / მცირე შატო
• რანჩოს ტიპის მეურნეობა
• კოტეჯური სასტუმრო კომპლექსი
• ახალი დასახლების განაშენიანება
• აგრო-ტურისტული სივრცე
• ღვინის ტურიზმზე ორიენტირებული პროექტი.
💹 განსაკუთრებულ უპირატესობას წარმ