იყიდება ღვინის ქარხანა თელავში
210,000 USD
Telavi, ნაფარეული, ნაფარეული
winery
🏛️ ექსკლუზიური უფლებით გამოტანილია გასაყიდად —
პრემიუმ კლასის ახალი ღვინის ქარხნის კომპლექსი ნაფარეულში, თავისი უნიკალური მრავალფეროვანი ვენახებით!
📍 ლოკაცია: კახეთი, თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნაფარეული — ნაფარეულის მიკროზონაში.
📌 ადგილმდებარეობა: ცენტრალური გზის პირას, ლოპოტისკენ მიმავალ გზაზე, ალაზნის ულამაზეს ველზე, გამწვანებული სივრცეებითა და საქარე ზოლებით გარემოცული
🌿 მიწის ნაკვეთი და ვენახები ჯამში მიწის ფართობი: 20 ჰა.
გაშენებულია 6 წლის ვენახი - ევროპული სტანდარტების სრული დაცვით და იდეალურად მოვლილი.
🍇 ვაზის ჯიშები: 🍇
• საფერავი – 10.5 ჰა. • შავკაპიტო – 1.5 ჰა
• ქისი – 2.5 ჰა. • გორული მწვანე – 0.5 ჰა.
• ჩინური – 1 ჰა. • მუხა მწვანე (ვარიანული მწვანე) – 1 ჰა.
🌱 ვენახის ინფრასტრუქტურა:
• ესპანური წარმოების უჟანგავი ლითონის საყრდენი ბოძები
• დამჭიმი მავთულები და სრულყოფილი აქსესუარები
• ტერიტორია მთლიანად შემოღობილია უჟანგავი ფოლადის ღობით
• გზის მხარეს — საფასადე ღობით
💧 სარწყავი სისტემა:
• თანამედროვე, ისრაელის წარმოების წვეთოვანი სისტემა
• 200 ტონიანი უჟანგავი ფოლადის წყლის რეზერვუარი
• 140 მ. სიღრმის საკუთარი ჭაბურღილი
• 70 კვტ. ტრანსფორმატორი — კომფორტული, სტაბილური ენერგომომარაგება.
🏗️ ღვინის ქარხნის ზონა
ტერიტორიის შუაგულში გამოყოფილია 1 ჰა. არასასოფლო მიწა ქარხნისთვის — სრულყოფილი ინდუსტრიული ზონა.
🏢 უკვე აშენებული სენდვიჩ-პანელის შენობა — 700 მ².
• Kingspan-ის 10 სმ. სისქის პრემიუმ სენდვიჩ პანელები
• ორიგინალური წითელი შეფერილობა
• 2 მოძრავი ელექტრო კარი
🍷 დამონტაჟებული უჟანგავი ევროპული ცისტერნები - ავზები: შენახვის საერთო მოცულობა: 200 ტონა
• ღვინის შესანახი ავზები: • 5 ტონიანი – 6 ცალი
• წითელი ღვინის ფერმენტაცია: • 10 ტონიანი ცისტერნები – 4 ერთეული.
• აღჭურვილია ავტომატური გაგრილების მართვის პანელით და ცენტრიფუგა პომპით.
• თეთრი ღვინის ფერმენტაცია: • 10 ტონიანი ცისტერნები – 2 ცალი (გაგრილების სისტემით და პომპით)
დამატებითი ჭურჭელი:
• 2 ტონიანი გადასაღები/სასაწყობე ცისტერნები მოძრავი სახურავით.
• 5 ტონიანი გადასაღები ცისტერნები – 2 ცალი.
🏗️ დამხმარე ინფრასტრუქტურა
• მექანიზაციის შენობა • სამეურნეო საწყობი • დაცვის ჯიხურები