იყიდება ღვინის ქარხანა კასპში
1,300,000 USD
Kaspi, დოესი, დოესი
winery
🍇 იყიდება მოქმედი ღვინის ქარხანა და ვენახებით...
📍 კასპის მუნიციპალიტეტი, სოფელი დოესი — შატოებისა და მარნების გარემოცვაში, უფლისციხესთან ახლოს.
✔ ექსკლუზიურად გთავაზობთ სრულად მოქმედ ღვინის ქარხანას თავისი 10 ჰა ვენახით, შენობებით, ტექნიკით და ბრენდით. მზა აგრობიზნესი არის გამართული ინფრასტრუქტურით, განვითარებულ ზონაში, დასახლებულ პუნქტთან ახლოს.
🌿 მიწის საერთო ფართობი: 11 ჰა
ტერიტორია მთლიანად შემოღობილია ეკლიანი მავთულით.
🍇 ვენახი – 10 ჰა, 6 წლის, 8 ჯიში
გაშენებულია თანამედროვე სტანდარტებით: 3 ჰა აკაციის ბოძებზე, 7 ჰა რკინის ბოძებზე, 5-მავთულიანი სისტემა, იტალიური წვეთოვანი სარწყავი.
🍇 ვაზის ჯიშები:
შავკაპიტო – 8580 ძირი, გორული მწვანე – 9900 ძირი,
თაკვერი – 2640 ძირი, ხიხვი – 3300 ძირი
ჩინური – 2640 ძირი, ბუდეშურის საფერე – 2310 ძირი,
სოვინიონ ბლანი – 2310 ძირი, მუხამწვანე – 1320 ძირი.
📈 მოსავლიანობა:
2023 წელი – 40 ტონა
2024 წელი – 50 ტონა
2025 წელი - 61 ტონა
მოსალოდნელი მოსავალი სრულ მსხმოიარობაში - 80–100 ტონა.
🏭 მთავარი შენობა – 300 მ²
2 წლის აშენებული, რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, თბოიზოლაციით, 6 მ. სიმაღლის ჭერით. მოპრიალებული ბეტონის იატაკი. ატრესოლური სართული + 50 მ² სასაწყობე სივრცე. სველი წერტილებით, საშხაპეებით, კაბინეტითა და შეხვედრების ოთახით, აქვს ულამაზესი პანორამული ხედები..
🏠 დამხმარე შენობები:
დამხმარე შენობა – 75 მ². (საყარაულო ოთახით).
ფანჩატური/ნავესი – ტექნიკისთვის.
მისასვლელი გზა – ცენტრალური გზიდან 1 კმ. მოხრეშილი გრუნტის გზა.
💧 კომუნიკაციები:
სასმელი წყალი – სახელმწიფო ქსელიდან.
სარწყავი წყალი – ცენტრალური არხიდან, სეზონზე უწყვეტად.
ელექტროენერგია – 100 კვტ. საკუთარი ტრანსფორმატორით.
ბუნებრივი აირი – მიყვანილია მიწამდე.
🌰 დამატებითი დარგვები:
180 ძირი ჩანდლერის კაკალი და მცირე ხეხილი შერეული.
⚙️ ტექნოლოგიური აღჭურვილობა (იტალიური):
EnoVeneta პრესი – 4 ტონა (ახალი),
კლერტგამცლელი – 5 ტ/სთ.
Zambelli დურდოს ტუმბო,
პნევმატური პრესი – 250 კგ
იტალიური ნახევრადავტომატური ჩამოსასხმელი ხაზი – 4 ბოთლიანი.
Pesce საცობის დამრტყმელი.
იტალიური ფილტრი.
სპირტის სახდელი – 150 კგ.
🍷 ღვინის ავზები – საერთო მოცულობა ~4 ტონა:
2 ცალი – 1.